აჭარის აგრარული შესაძლებლობები - ფორუმი

05 ოქტომბერი 2023, 14:18 776 ნახვა

„აჭარის აგრარული შესაძლებლობები“ - ასე ჰქვია აგრარულ ფორუმს, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მასპინძლობს.

აჭარის აგრარული შესაძლებლობები და საექსპორტო პოტენციალი იქნება ძირითადი სასაუბრო თემები, რომლის შესახებაც მომხსენებლები 2 დღის განმავლობაში ისაუბრებენ.

გაიმართება ორმხრივი შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებს შორის. ფორუმი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გახსნა.

ფორუმში სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 50-ზე მეტი კომპანია, ასევე დარგობრივი ასოციაციები და საოჯახო ფერმერული მეურნეობები მონაწილეობენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი