თბილისში ქურდობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა 2 დღის წინ, დედაქალაქში ერთ-ერთ მიწისქვეშა ავტო სადგომზე 6 მანქანა გაქურდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ იგი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.
სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.