როდის განახლდება, დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა, ჯერ უცნობია. სატელეფონო საუბარში, გიორგი მამალაძის ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურის გადაწყვეტილებას ელოდება, რადგან მისი განცხადებით ამ დრომდე ოჯახის უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული. მიხეილ რამიშვილის, თქმით დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ადვოკატები უქმე დღეების გამო დღეს და ხვალ მას ვერ მოინახულებენ, დეკანოზთან შესვლა მხოლოდ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შეუძლიათ.