ორთაბათუმში მდინარე ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. დაიტბორა ცენტრი და ნაპირის ნაწილი, თუმცა ამ დროისთვის იქ სიმშვიდეა. როგორც ორთაბათუმელები ამბობენ, უეცრად მოვარდნილმა წყალმა დატბორა ასევე მდინარის სანაპიროზე აშენებული კოტეჯები.
სწორედ ამ კოტეჯებს აპროტესტებდნენ ადგილობრივები, რადგან მდინარესთან ახლოსაა და როგორც ამბობენ საფრთხე ემუქრება. ადგილზე იმყოფებოდა ხელვაჩაურის მერი.
ზაზა დიასამიძის თქმით, უკვე დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება და უკანონოდ აშენებულ კოტეჯებზე შესაბამისი რეაგირება მოხდა.
რაც შეეხება ორთაბათუმს, როგორც ამბობს მცირე შემთხვევები დაფიქსირდა, თუმცა არა საგანგაშო.