შეკვეთილში, მდინარე ნატანებთან, ხიდის ნაწილი ჩაინგრა. ადგილზე მოძრაობა შეზღუდულია, ავტომობილებს შემოვლითი გზით უწევთ გადაადგილება.
გზა ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული, ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
"ამ ეტაპზე, ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და კონტრაქტორი ორგანიზაციის სპეციალისტები. დაწყებულია დაზიანებული მონაკვეთის აღდგენისთვის საჭირო ტექნიკის მობილიზება. დაზიანებული ხიდის აღდგენის პერიოდში, ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის გავლით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.