ცხრა ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა ჩრდილოეთ მექსიკის ქალაქში წირვის დროს ეკლესიის სახურავის ჩამონგრევის შედეგად - ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მაშველები ნანგრევებში მოყოლილ კიდევ 30 ადამიანს ეძებდნენ.
სამძებრო სამუშაოებში სამხედროებიც არიან ჩართული.