ანკარაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ქურთებმა აიღეს. ქურთი მებრძოლების განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმა „უკვდავთა ბრიგადასთან“ დაკავშირებულმა მებრძოლებმა მოაწყვეს.
მათივე განცხადებით, თავდასხმა პარლამენტის სხდომის დაწყებამდე განზრახ განხორციელდა, რაც კონკრეტული უწყებებისთვის შეტყობინების გაგზავნას ისახავდა მიზნად. ტერაქტზე საპასუხოდ ანკარამ ერაყის ჩრდილოეთით სამხედრო საჰაერო ოპერაცია ჩაატარა და ქურთ მებრძოლთა პოზიციებს დაარტყა.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჩრდილოეთ ერაყში ქურთ მეამბოხეებზე რამდენიმე საჰაერო დარტყმა განახორციელეს. უწყების ინფორმაციით, 20 სამიზნე გაანადგურეს და "ქურთისტანის მუშათა პარტიის" ბევრი ბოევიკი "გაანეიტრალეს".
საჰაერო დარტყმების სამიზნე იყო საწყობები და ბუნკერები, რომლებსაც "ქურთისტანის მუშათა პარტია" იყენებდა.
"ოპერაციის მიზანი იყო "ქურთისტანის მუშათა პარტიისა" და სხვა ტერორისტული ელემენტების განეიტრალება, ჩრდილოეთ ერაყიდან ჩვენი მოსახლეობისა და ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების თავიდან აცილება და ჩვენი საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, - აცხადებენ უწყებაში.