ოკუპანტის იერიში უკრაინაზე

01 ოქტომბერი 2023, 20:00 597 ნახვა

რუსი ოკუპანტები უკრაინის დასახლებული პუნქტების დაბომბვას აგრძელებენ. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსულმა მხარემ გასული დღის განმავლობაში 8 სარაკეტო და 99 საჰაერო დარტყმა განახორციელა.  

ღამით ოკუპანტებმა უმანის ოლქი დრონებით დაბომბეს. დაზიანდა სამეწარმეო ინფრასტრუქტურა.  ჩერკასის ოლქის  სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაშველები ხანძრის ჩაქრობას 3 ათას კვ.მეტრის ფართობზე ცდილობდნენ. ამის პარალელურად უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას მათ შორის მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით.

რუსული მედიის ცნობით, უკრაინის არმია სმოლენსკის, ბრიანსკის, ბელგოროდისა და კრასნოდარის რეგიონებს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს.

ასევე უკრაინელი სამხედროების მიერ სოჭის აეროპორტის დაბომბვის გამო ქალაქში ფრენები შეჩერდა.  ამასთან, ოდესას დღეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ეწვია. 

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა  სოლიდარობა გამოუცხადა ისტორიულ ქალაქს და მწუხარება გამოთქვა, რომ ის რუსეთის აგრესიის მუდმივი სამიზნეა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი