‘’ხელოვნური ინტელექტი და საპიენსი‘’ - ამ სახელწოდებით ბათუმის სამხატვრო უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართა.
საჯარო ლექციაზე განიხილეს ხელოვნური ინტელექტის როლი კაცობრიობაში და მისგან არსებული გამოწვევები.
ღონისძიებაზე გამოიფინა ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის ხელით შექმნილი ნახატები, რომლებიც ერთმანეთს შეადარეს.
ფესტივალი „ფიდის“ ორგანიზებით ჩატარდა.