„ნაპოლიმ“ „ლეჩეს“ 4:0 მოუგო 

01 ოქტომბერი 2023, 11:00 539 ნახვა

„ნაპოლი“ იტალიის სერია A-ში სტუმრად „ლეჩეს“ დაუპირისპირდა და 4:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ კი აქტივში საგოლე პასი ჩაიწერა. „ლეჩეს“ კარში გოლები ოსტიგორმა, ოსიმენმა - ხვიჩას პასით, გაეტანომ და პოლიტანომ გაიტანეს. 

ამ გამარჯვებით „ნაპოლი“ სერია A-ში 14 ქულით მესამე პოზიციაზე დაწინაურდა, ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე კი 6 მატჩში 3 საგოლე გადაცემა და 1 გოლია, მან ასევე 2 პენალტი მოიპოვა.

„პარტენოპეი“ მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. „სტადიო მარადონაზე“ მატჩი 3 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი