აჭარა - ევროპის ყველა სეზონის ტურისტული მიმართულება

30 სექტემბერი 2023, 20:08 493 ნახვა

აჭარას შეგიძლიათ 4-ვე სეზონზე ეწვიოთ - ეს გუშინ მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიალზე კიდევ ერთხელ, ამჯერად სპეციალური ჯილდოთი დადასტურდა.

ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებაზე ბათუმმა ისევ შეინარჩუნა ტიტული - რჩება მსოფლიოში სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად.

''World Travel Awards''-ის საიუბილეო გალა ცერემონიაზე ასევე დაჯილდოვდნენ სასტუმროები, ტურისტული ობიექტები, ტუროპერატორები, ტურისტული ატრაქციები სხვადასხვა ქვეყნიდან.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში