ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტს გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ის მზად არის მომავალშიც დაეხმაროს ე.წ რესპუბლიკას სოციალურ-ეკონომიკური ამოცანების მოგვარებასა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში.
გარდა ამისა პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოსახლეობამ წლის ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო.
პუტინის განცხადებით, მილიონობით ადამიანმა დონბასიდან, ხერსონიდან და ზაპოროჟიეს რეგიონებიდან, გადაწყვიტა შეერთებოდნენ რუსეთს.