ერევანში საპროტესტო აქციები გრძელდება. ვითარება რესპუბლიკის მოედანზე ღამით რამდენჯერმე დაიძაბა. ადგილი ჰქონდა სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებებს. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.
მომიტინგეები პრემიერ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ. ისინი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ცენტრალური ქუჩების გადაკეტვას და მთავრობის სახლის პიკეტირებას.
ოპოზიციის ნაწილი ასევე გამოვიდა მოწოდებით, დღეს დილიდან დაიწყოს დედაქალაქის ქუჩების გადაკეტვა.