არა ცენზურას, დამოუკიდებლობა კინო ცენტრს - ამ სახელწოდების აქცია გაიმართა დღეს ბათუმში ევროპის მოედანზე. კინომატოგრაფისტებმა აქცია თეა წულუკიანის წინააღმდეგ გამართეს. აცხადებენ , რომ მინისტრის დღევანდელი საანგარიშო გამოსვლა პარლამენტში არ იყო მიმართული იმ პრობლემების მოგვარებისკენ, რომელიც კულტურის სფეროშია. აქციის მონაწილეების განცხადებით, მინისტრი არ პასუხობს 450 კულტურის წარმომადგენელს დაგროვებულ კითხვებზე და რეპრესიულ პოლიტიკას ატარებს კინოცენტრსა და თეატრში.