სომხეთის შეიარაღებული ძალები აღდამის რეგიონის მიმართულებაზე აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ბომბავს - აზერბაიჯანული მედია

19 სექტემბერი 2023, 14:48 399 ნახვა

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალები აღდამის რეგიონის მიმართულებაზე აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ბომბავს.

მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტია განლაგებული, სხვადასხვა ტიპის იარაღით აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მიმართულებით ინტენსიურად ისვრიან.

ცოტა ხნის წინ, სომხურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის არმია ყარაბაღში ქალაქ სტეფანაკერტს ბომბავს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ყარაბაღში მცხოვრებ სომეხ მოსახლეობას მოუწოდებს, არ მიუახლოვდეს სამხედრო ობიექტებს და არ დაუჭიროს მხარი სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს. 

განცხადებაშია ასევე ნათქვამია, რომ ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს, ასევე ფიზიკური პრობლემების მქონე პირებსა და პაციენტებს გაუწევენ საჭირო სამედიცინო და სხვა სახის დახმარებას, ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან სასმელი წყლითა და საკვებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში