ხეები   აუქციონზე 

02 მარტი 2017, 00:00 3888 ნახვა

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბუკნარის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 3 მრავალწლიან ნარგავზე აუქციონი გამოაცხადა. “ი-აუქციონ ჯი”-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად იყიდება ერთი ერთეული ამბრის ხე, ერთი ერთეული ევკალიპტის ხე და ერთი ერთეული სექვოიას ხე. ნარგავების საერთო ღირებულებად 13 000 ლარია დასახელებული, ხოლო ბიჯი 500 ლარია. აუქციონი 28 თებერვალს გამოცხადდა და 6 მარტს დასრულდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი