უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიას მადლობას უხდის უკრაინულ მარცვლეულზე ემბარგოს მოხსნისთვის და აღნიშნავს, რომ მეზობელი ქვეყნების თავისი გადაწყვეტილებებით ევროკავშირის კანონს თუ დაარღვევენ, უკრაინა მათ „ცივილიზებულ პასუხს“ გასცემს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკომისიამ აღარ გაახანგრძლივა უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვა, რომელიც მაისის დასაწყისიდან მოქმედებდა.
ევროკავშირის მიერ შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, პოლონეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე უარს აცხადებენ.