დავამტკიცეთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა, თვის ბოლომდე ყველაფერი იქნება გაკეთებული, აღარ იარსებებს მიზეზი, რატომ არ უნდა მიიღოს ქვეყანამ სტატუსი - პრემიერი

15 სექტემბერი 2023, 11:52 564 ნახვა

მომავალ კვირაში, გუნდში გვექნება რეაგირება ყველა იმ პუნქტთან დაკავშირებით, რომელზეც ჟოზეფ ბორელთან გვქონდა საუბარი. თვის ბოლომდე, ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული, ამიტომ, მიზეზი არ არსებობს და აღარ იარსებებს, თუ რატომ არ უნდა მიიღოს ქვეყანამ სტატუსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.

"ასევე, მინდა ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ, რომ გუშინ დავამტკიცეთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც გათვალისწინებულია 12 რეკომენდაციით. ასევე, ჩვენ პარტიასთან, პარლამენტთან ერთად შევთანხმდით, რომ მომავალ კვირაში ყველა იმ პუნქტზე, რომელზეც საუბარი გვქონდა ბატონ ბორელთან და მის გუნდთან, ევროკომისიასთან, ექნება ჩვენს გუნდს, მმართველ პარტიას რეაგირება. მაქსიმუმს გავაკეთებთ. იმ კვირაში ეს პროცესიც ჩაიხურება. ვფიქრობ, მაქსიმუმ თვის ბოლომდე, ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული, ამიტომ, მიზეზი არ არსებობს და აღარ იარსებებს, თუ რატომ არ უნდა მიიღოს ქვეყანამ სტატუსი. კიდევ ვიმეორებ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა და ძალიან დიდი უსამართლობა, რომელსაც ჩვენ არ შევეგუებით, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, მით უმეტეს, იმ უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რაც ხდება ამ ქვეყნებში. ჩვენ არავის არ ვედრებით, მაგრამ ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, მით უმეტეს იმ გეოლოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, რომელიც შექმნილია მთელს მსოფლიოში, ჩვენს რეგიონში, ევროპის კონტინენტზე და იმ შედეგების, მიღწევების გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენმა გუნდმა, პარტიამ და პარლამენტმა, მთავრობასთან ერთად მოვაღწიეთ“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი