''ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები“ - ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქობულეთში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ორგანიზაცია "ასოციაცია ევროპის დროით“ თავმჯდომარემ ისაუბრა, ყურადღება გამახვილდა ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.
შეხვედრების მიზანია ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის, არსებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.