ინდოეთში ვირუსმა ნიპამ უკვე ორი ადამიანი იმსხვერპლა

14 სექტემბერი 2023, 14:00 541 ნახვა

ინდოეთის სამხრეთ კერალას შტატში დაიკეტა სკოლები, ოფისები და შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურება. ადგილობრივი ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება უკავშირდება იშვიათი და თავის ტვინისთვის მომაკვდინებელი ვირუსის ნიპას გავრცელების პრევენციას. ვირუსმა შტატში უკვე ორი ადამიანი იმსხვერპლა, კიდევ სამი ამ ვირუსზე დადებითად გაიტესტა

კერალას შტატში 2018 წლის შემდეგ ამ ვირუსის   უკვე რიგით მეოთხე აფეთქებაა, რომლის წინააღმდეგ ვაქცინა არ არსებობს. იგი ვრცელდება ინფიცირებული ღამურების, ღორებისა და ადამიანების ბიოლოგიურ მასალასთან  კონტაქტის გზით და ინფიცირებულთა 75 პროცენტისთვის იგი ლეტალურად მთავრდება. 

კერალას შტატში ნიპას ვირუსის პირველი აფეთქების შედეგად 23 ინფიცირებულიდან 21 დაიღუპა მაშინ, როცა 2019 და 2021 წლებში ნიპას ვირუსმა  მხოლოდ ორი ადამიანი იმსხვერპლა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში