ლიბიაში სტიქიის მსხვერპლთა რიცხვი 6 ათასს აჭარბებს

14 სექტემბერი 2023, 11:38 702 ნახვა

ქარიშხალ დანიელის შედეგად განადგურებული ლიბიის ქალაქ დერნას მკვიდრები უიმედოდ ეძებდნენ წყალდიდობის შედეგად დაკარგულ ნათესავებს. სტიქიის რაიონში სამძებრო ოპერაცია გრძელდება. 

მაშველები გარდაცვლილთა გვამებისთვის სულ უფრო  მეტ სპეციალურ შავ ტომრებს ითხოვენ. კატასტროფული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 6 ათასს ადამიანს გადააჭარბა.

ხელისუფლება მსხვერპლთა რიცხვის გაზრდას ვარაუდობს, რადგან უგზოუკვლოდ დაკარგულთა სიაში 10 ათასამდე ადამიანი ირიცხება. ბევრი გვამი ზღვას აქვს გატაცებული. 

მთელი ქალაქის ქუჩები სავსეა შლამით, ქუჩები მოფენილია ნანგრევებით, დაგლეჯილი ხეებით და  განადგურებული ავტომანქანებით.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი