ქუთაისის და ბათუმის პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფებოდა, ამ დროისთვის რამე არეულობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება - ლევან იოსელიანი

12 სექტემბერი 2023, 21:49 552 ნახვა

სახალხო დამცველი ქუთაისის N2 და ბათუმის N3 პენიტენციურ დაწესებულებებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

ლევან იოსელიანის განცხადებაშია აღნიშნული რომ  სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფებოდა აღნიშნულ დაწესებულებებში და ამ დროისთვის რამე არეულობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.

„საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმიანება ქუთაისის N 2 და ბათუმის N 3 პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. ბუნტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. აღნიშნულ დაწესებულებებში იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ამ დროისთვის რამე არეულობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება. სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს სიტუაციაზე დაკვირვებას და მზად არის, მომართვის შემთხვევაში, თითოეული საქმე გადაამოწმოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი