ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სპეციალური დაჯავშნული მატარებლით რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად გაემგზავრა. ინფორმაციას სამხრეთ კორეის მედია ავრცელებს.
რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ წერს, რომ კიმი, რომელიც იშვიათად მოგზაურობს საზღვარგარეთ, მოსალოდნელია რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში უახლოეს დღეებში ვიხილოთ.
კრემლის განცხადებით, პუტინი შორეული აღმოსავლეთის ქალაქ ვლადივოსტოკში იმყოფება, სადაც დაესწრება აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმს. რაც შეეხება კიმის შესაძლო ვიზიტს რუსეთში, კრემლის პრეს-სამსახურმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ არაფერი აქვს სათქმელი. ჩრდილოეთ კორეა არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, ვინც ღიად დაუჭირა მხარი რუსეთს მეზობელ უკრაინაში სამხედრო შეჭრას. გასულ კვირას პუტინმა განაცხადა, რომ ფხენიანთან ყველა სფეროში ორმხრივ კავშირებს გააღრმავებს.
ვლადივოსტოკში ორი ქვეყნის ლიდერები რუსული თანამგზავრების და ატომური წყალქვეშა ნავების მოწინავე ტექნოლოგიის სანაცვლოდ რუსეთისთვის საარტილერიო ჭურვებისა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გაგზავნის საკითხზე იმსჯელებენ.