მაროკოში ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა. სტიქიის შედეგად დაშავდა სულ მცირე 330 ადამიანი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ნანგრევებიდან გადარჩენილების ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.
გარდაცვლილთა რიცხვი დიდი ალბათობით, კიდევ გაიზრდება.