გურიაში სტიქიას ებრძვიან. მაშველებმა ჯუმათსა და სილაურში 2 პირის ცხედარი იპოვეს, დაღუპულია ერთი არასრუწლოვანი და ერთი ხანდაზმული ადამიანი. ეძებენ კიდევ ერთ მოზარდს.
ამ ეტაპზე, მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე, მათ შორის არიან მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები.
ასევე მაშველებმა მდინარე სუფსიდან ამოიყვანეს უცხო ქვეყნის მოქალაქე. ძლიერი ნალექის გამო რამდენიმე სოფელში წაღებულია ხიდები. წყალმა სახლების პირველი სართულები, ეზოები და სასოფლო-სამეურნეო ფართობები დატბორა.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ იმერეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში მყოფი მოქალაქეებისთვის ეტაპობრივად იგზავნება გამაფრთხილებელი შეტყობინებები.