სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ქობულეთში

08 სექტემბერი 2023, 14:15 670 ნახვა

უხვი ნალექის შედეგად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში და ქალაქში პრობლემები შეიქმნა. ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც ცენტრალური ბაზრის ტერიტორია მთლიანად დატბორა.

წყალმა ბაზრის მოვაჭრეებს გასაყიდად გამზადებული პროდუქცია გაუნადგურა. როგორც ამბობენ ზარალი საკმაოდ დიდია.

ძლიერი წვიმის შედეგად პრობლემები შეიქმნა სოფელ ქობულეთშიც. გვიან ღამით, ჩამოწოლილმა მეწყერმა დააზიანა ჯაფარიძეების საცხოვრებელი სახლი. მიწის მასამ საძინებელი ოთახის კარები შეანგრია.

როგორც ქობულეთის მერიაში ამბობენ, სოფელ ქობულეთიდან და კოხიდან  სამი ოჯახის გაყვანა გახდა აუცილებელი. შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო კომისია. მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი