მდინარე სუფსიდან მაშველებმა 68 წლის კაცი გამოიყვანეს, რომელიც დახმარებას ითხოვდა - ისინი მდინარიდან კიდევ ერთი პირის გამოყვანას ცდილობენ

08 სექტემბერი 2023, 13:50 911 ნახვა

გურიაში, მდინარე სუფსაში ამ დროისთვის მაშველები მუშაობენ. ისინი წყლიდან მამაკაცის გამოყვანას ცდილობენ, რომელიც მათივე ინფორმაციით სუფსაში, ე.წ ნავთობჭაბურღილების ტერიტორიაზე იმყოფება და გამოსვლას ვერ ახერხებს.

რამდენიმე წუთის წინ, მაშველებმა მდინარიდან 68 წლის მამაკაცი გამოიყვანეს, რომელიც თავის გადასარჩენად ბოძს მოეჭიდა და რამდენიმე საათის განმავლობაში დახმარებას ითხოვდა.

აღნიშნული პირის ავტომობილი ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა, მამაკაცმა კი ავტომობილიდან გადმოსვლა მოასწრო და თავის გადარჩენის მიზნით ბოძს მოეჭიდა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი