სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ქობულეთში

08 სექტემბერი 2023, 11:19 491 ნახვა

უხვი ნალექის შედეგად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში და ქალაქში პრობლემები შეიქმნა. ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც ცენტრალური ბაზრის ტერიტორია მთლიანად დატბორა. წყალმა გასაყიდად გამზადებული პროდუქცია გაუნადგურა ბაზრის მოვაჭრეებს.

როგორც ამბობენ ზარალი საკმაოდ დიდია. დილიდან დატბორილი ბაზრის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

როგორც ქობულეთის მერიაში ამბობენ, სოფელ ქობულეთიდან და კოხიდან  სამი ოჯახის გაყვანა გახდა აუცილებელი. შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო კომისია.

ჯერ-ჯერობით უცნობია ზარალის ოდენობა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში