ლონდონის ციხიდან გაქცეულ ტერორიზმში ეჭვმიტანილს ეძებენ

07 სექტემბერი 2023, 14:03 545 ნახვა

დიდი ბრიტანეთის პოლიცია ტერორიზმში  ეჭვმიტანილ ყოფილ ჯარისკაცს ეძებს, რომელიც ლონდონის ციხიდან გაიქცა.  21 წლის დანიელ აბედ ხალიფი, რომელიც  სასამართლო პროცესს ელოდა, ვენდვორტის ციხიდან ადგილობრივი დროით დილის 8 საათამდე გაიქცა - ნათქვამია ლონდონის პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბი-ბი-სი-სა და სხვა მედიასაშუალებების ინფორმაციით,  დანიელ აბედ ხალიფი  ციხის სამზარეულოში მუშაობდა და საპატიმროს თავი  პროდუქტების მიმწოდებელი  ფურგონის ძირში  თავის მიმაგრებით დააღწია. 

პოლიციამ მომხდარის შესახებ  ბრიტანეთის პორტები და აეროპორტები, მათ შორის ლონდონის ჰითროუ  აეროპორტი გააფრთხილა, სადაც მგზავრებს უსაფრთხოების დამატებითი შემოწმების გავლა მოუწიათ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი