დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. პლენარულ სხდომა 12 საათზე დაიწყება.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, პარლამენტი დავით სერგეენკოსა და ქეთევან დუმბაძისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს უყრის კენჭს.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სასესიო კვირაში, კენჭი უნდა ეყაროს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხ არამოსამართლე წევრს და ყველა პოლიტიკურ ჯგუფს მოუწოდა ამ კანდიდატების მხარდაჭერისკენ.
პარლამენტში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ასარჩევად წარდგენილი არიან: რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკილაშვილი, ლევან ნემსაძე და ნინო ნიშნიანიძე.
სასესიო კვირაში, განსახილველ საკითხთა შორისაა საპენსიო ფონდთან დაკავშირებულ კანონმდებლობა. ასევე, დადგენილების პროექტი, რომელიც შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. ინიციატივა „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის.