აჭარის მთავრობა ონკოლოგიური დიაგნოზის ყველა პაციენტს მაღალტექნოლოგიურ კვლევას სრულად დაუფინანსებს, გაიზრდება ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პროგრამების ბიუჯეტი

04 სექტემბერი 2023, 17:17 654 ნახვა

აჭარის მთავრობა ონკოლოგიური დიაგნოზის ყველა პაციენტს მაღალტექნოლოგიურ კვლევას დაუფინანსებს, გაიზარდება ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პროგრამების ბიუჯეტი. 

სახელმწიფო პროგრამების პარალელურად, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ,,ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა“ პროგრამის ხელმისაწვდომობა და ბიუჯეტი 3 900 000 ლარია, გაიზარდა 1 600 000 ლარით. პროგრამული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების, პროგრამის კიდევ უფრო დახვეწისა და მოსაზრებების გაზიარების მიზნით, ონკოლოგებთან და პაციენტებთან შეხვედრა ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიმართა. შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტებისათვის დამატებითი სამედიცინო მომსახურების  დაფინანსების საკითხები. ასევე, ძვირადღირებული დიაგნოსტიკური კვლევებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობა.

"2022 წლის 1 ნოემბრიდან აჭარაში ონკოქირურგია სრულად ფინანსდება.

2023 წლიდან - აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ პოზიტრონ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევის დაფინანსება 100 % - მდე გაზარდა. კვლევა უფინანსდება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა პაციენტს.

 მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან:

• თარგენტული, იმუნოთერაპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტები, რომელთა ღირებულება არ იფარება მოქმედი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით, ფინანსდება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, სრულად, თანაგადახდის გარეშე.

• მოიხსნა თანხობრივი შეზღუდვა თითეულ მომართვაზე, გაიზარდა ასევე წლიური ლიმიტი - 35 000 ლარამდე.

• სრულად უფინანსდებათ ბენეფიციარებს ის სამედიცინო მომსახურება, რომელიც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსდება.

• გაიზარდა იმ პაციენტების დაფინანსება, რომელთაც ამოეწურებათ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის, ინდივიდუალური და კორპორაციული დაზღვევის შესაბამისი ლიმიტი. აღნიშნულ შემთხვევებში წლიური ლიმიტი გაიზარდა 25 000 ლარამდე.

• ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს, მიუხედავათ სოციალური სტატუსისა, კომპლექსური გენური პროფილირება უფინანსდება სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით სრულად თანაგადახდის გარეშე, არაუმეტეს 6 000 ლარისა.

• იმ პირების სამედიცინო მომსახურება, რომელთა წლიური შემოსავალი არის 40 000 ლარი და მეტი ფინანსდება 50 %-ით, იმ შემთხვევაში თუ პაციენტის მიერ ასანაზღაურებელი თანხა (წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად) ტოლია ან მეტია 3 000 ლარზე.

2013 წლიდან დღემდე - პროგრამის მოსარგებლეების მოცულობა გაიზარდა 2. 4 - ჯერ,

ხოლო დაფინანსების მოცულობა 10 - ჯერ"-განმარტავენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი