შემთხვევა ქობულეთში, ლეღვაში, სოფლის გამგებელმა მაღაზიის გამყიდველი ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ სცემა.
აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, სოფელ ლეღვას გამგებელი, ჯაბა სტამბოლიშვილი ქობულეთის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.
მაღაზიის გამყიდველმა ქალმა პოლიცია დახმარების მიზნით გამოიძახა.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული საჯარო მოხელე ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდა. ქალზე ძალადობას, სოფლის ცენტრში მყოფი ბევრი ადამიანი შეესწრო, რომლებიც ჩხუბში მონაწილე მხარეებს აშველებდნენ.
რა გახდა კონფლიქტის კონკრეტული მიზეზი უცნობია.
ჩვენ დაუკავშირდით ჯაბა სტამბოლიშვილს, მაგრამ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. რაც შეეხება სოფლის გამგებლის მოადგილეს მან ცემის ფაქტი არ დაადასტურა, თუმცა აღნიშნა რომ კამათი იყო და საჭირო გახდა პოლიციის გამოძახებაც.
ქობულეთის მერიაში განაცხადეს, რომ საკითხზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებდნენ, თუმცა აღნიშნეს, რომ საჯარო მოხელემ უკვე დატოვა თანამდებობა.