ევროკომისიის სპიკერმა, პეტერ სტანომ ოფიციალური მოსკოვის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე. წ. „არჩევნების“ ჩატარება დაგმო. მისივე თქმით, ყველა პირი, რომელიც დაკავშირებულია ამ უკანონო პროცესთან, პასუხისგებაში მიეცემა.
„ყირიმი, ხერსონი, ზაპოროჟიე, დონეცკი, ლუგანსკი – ყველაფერი ეს უკრაინაა”, - დასძინა მან.