შეტაკებები თელ-ავივში

03 სექტემბერი 2023, 10:29 581 ნახვა

თელ-ავივში ერიტრეის მთავრობის მოწინააღმდეგეებს, მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეტაკების შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მედიის ცნობით, დაშავებულთა შორის 15 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შეტაკებები ერიტრეის მთავრობის ოფიციალური ღონისძიების წინააღმდეგ დემონსტრაციის ფონზე დაიწყო, რომელიც ამჟამინდელი მმართველის ხელისუფლებაში მოსვლის 30 წლისთავთან დაკავშირებით იმართებოდა.

მომიტინგეებმა დაამსხვრიეს მაღაზიის ვიტრინები და პოლიციის მანქანები, დაზიანებულია ქუჩების ინფრასტრუქტურაც. აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ პოლიციასაც. დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ისრაელის პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ოფიცრებმა გამოიყენეს იარაღიც, „რადგან გრძნობდნენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა“ და დასძინეს, რომ აქციის დროს 27 პოლიციელი დაშავდა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი