ჩინეთს თავს ტაიფუნი "საოლა" დაატყდა

02 სექტემბერი 2023, 10:08 492 ნახვა

ჰონგ კონგსა და ჩინეთის პროვინცია გუანდუნს ტაიფუნი „საოლა“ დაატყდა თავს. „როიტერის“ ცნობით, სტიქიას, სულ მცირე, ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 50 კი დაშავდა.

ევაკუირებულია 800 000 ადამიანი.ტაიფუნს თან ახლავს ძლიერი ქარი და უხვი ნალექი, რამაც ზოგიერთ რეგიონებში წყალდიდობა გამოიწვია. წაქცეულმა ხეებმა საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეაფერხა.

გაუქმებულია ასობით ავიარეისი, არ მუშაობენ მაღაზიები, შეწყდა სასწავლო პროცესი.ქარის სიჩქარე სტიქიის ეპიცენტრში 125 კმ/სთ-ს აღწევს.

ამჟამად, ტაიფუნი ტაივანისკენ გადაადგილდება, თუმცა მისი სიმძლავრე იკლებს.

ტაივანის აეროპორტებში ფრენები უკვე გააუქმეს, ხოლო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდეს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში