შოვში სამძებრო სამუშაოები გრძელდება, მაშველები ისევ 2 მცირეწლოვანს ეძებენ. ამ დრომდე ნაპოვნი 31 გარდაცვლილიდან უკვე ყველა იდენთიფიცირებულია.
სამძებრო სამუშაოები სტიქიის ზონასთან ერთად მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში, ასევე გუმათჰესის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
როგორც ონის მერის მოადგილე ამბობს, სანამ დაკარგულების პოვნის მცირედი შესაძლებლობა მაინც იქნება სამძებრო სამუშაოები არ შეწყდება.