დღეიდან მართვის მოწმობის გამოცდაში ცვლილებები შედის

01 სექტემბერი 2023, 10:10 836 ნახვა

დღეიდან მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდას, მანქანის ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული კითხვები დაემატება. ავტომობილის ტექნიკური გამართულობის შესახებ პასუხის გაცემა მსურველს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, ვიზუალური ჩვენებით ან ზეპირად შეეძლება.   

პირველი სექტემბრიდან კიდევ ერთი სიახლე დიდ კატეგორიების ავტომობილებისთვისაც ამოქმედდება. მათთვის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი ხდება.  

საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაწილია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი