იტალიაში მატარებელი ლიანდაგზე მომუშავე მუშებს დაეჯახა

31 აგვისტო 2023, 14:13 467 ნახვა

იტალიაში ტურინის მახლობლად სატვირთო მატარებლის დაჯახების შედეგად  რკინიგზის ხუთი თანამშრომელი დაიღუპა. მუშები მილანისა და ტურინის დამაკავშირებელი ხაზის  ლიანდაგზე მუშაობდნენ, როცა შუაღამისას, მათ  მატარებელმა გადაუარა.

მატარებელი დაახლოებით 160 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. ორმა მუშამ მოასწრო ლიანდაგიდან გადასვლა. ისინი გადარჩნენ. მატარებლის  მემანქანემ მომხდარის გამო შოკი მიიღო, მას ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და შემდეგ სახლში წასვლის უფლება მისცეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში