საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისათვის გამოცდა პირველ სექტემბერს ჩატარდება

30 აგვისტო 2023, 15:19 575 ნახვა

უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი იმ სტუდენტებისათვის, რომლებმაც რეგისტრაცია 15 აგვისტოს ჩათვლით გაიარეს, ტესტირება პირველი სექტემბრის 12:00 საათზე დაიწყება. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუდენტები საგამოცდო ცენტრში (მისამართი: ქ. თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9) რეგისტრაციის გასავლელად 11:00 საათზე უნდა გამოცხადნენ. გამოცდაზე დაგვიანების შემთხვევაში გამოსაცდელი ტესტირებაზე აღარ დაიშვება.

"მონაწილემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი, სურვილის შემთხვევაში კი, წყალი პლასტმასის ბოთლით და პირბადე. ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში ცენტრი მას უზრუნველყოფს შესაბამისი კალმითა და სხვა საჭირო ნივთებით"- განმარტავენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი