ბოლივიაში მაპირის მაღაროში მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ მაშველებმა სამი გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
27 აგვისტოს მეწყერში რამდენიმე მაღაროელი მოყვა.
თვითმხილველთა თქმით, უბედური შემთხვევა რამდენიმე წამში მოხდა და მაღაროელებმა ვერ შეძლეს სტიქიისგან თავის დაღწევა. უცნობია რამდენი ადამიანია მოყოლილი მეწყერში.