დაკითხვა ე.წ. მატროსოვის ციხეში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. თუმცა უშუალოდ დაკითხვის პროცესს კანონმდებლობით გათვალისწინებული მაქსიმალური დრო - 8 საათი დაეთმო, დანარჩენი კი შესვენებებს. პროცესი დილით 11 საათზე დაიწყო და ღამით 12-ზე დასრულდა. ადვოკატების ინფორმაციით, გამოძიების მხრიდან იყო დასმული კითხვები, რომლებზე პასუხისგანაც დეკანოზმა ამ ეტაპზე თავი შეიკავა და მას შემდეგ ისაუბრებს, რაც ოჯახის წევრების უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს. გიორგი ფანცულაიას თქმით, ბრალდებულის ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნით, დღეს პროკურატურას წერილობითაც მიმართავენ. #9-ე პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა კი განაცხადა, რომ დაკითხვის შემდეგ კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა. ჯარჯი წიკლაურის თქმით, პროკურატურის ინტერესებშია გამოძიების სრულყოფილი და ობიექტური ჩატარება. პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით საქმის სამართლებრივი შეფასება ნაადრევია, რადგან დაკითხვის პროცედურა არ დასრულებულა.
მეუფე პეტრემ ჩვენთან ექსკლუზიურად თქვა რომ პროკურატურაშია დაკითხვაზე დაბარებული