რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ტორეცკი, კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით დაბომბეს. სამიზნეში ისევ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და დასახლებული კვარტალი მოექცა. დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.
სამართალდამცავებმა გამოძიება ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე დაიწყეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალები კი, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დასახლების, რობოტაინის ოკუპანტებისგან გათავისუფლების შესახებ იუწყება.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსებსა და უკრაინელებს შორს, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 32 საბრძოლო შეტაკება მოხდა. მათივე ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 8 სარაკეტო და 47 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 39-ჯერ გახსნეს.