თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მომავალ კვირას რუსეთში გაემგზავრება და ვლადიმერ პუტინს შეხვდება, – ამის შესახებ თურქეთის მმართველი პარტიის სპიკერმა, ომერ ჩელიკმა განაცხადა.
მისი თქმით, ერდოღანის რუსეთში ჩასვლა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა შეიძლება ნიშნავდეს პროგრესს რუსეთის შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაში დაბრუნებაში.
„ერდოღანი აქამდე ხელმძღვანელობდა ინტენსიურ დიპლომატიას, რათა ხელი შეეწყო გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან აცილებისთვის“, – განაცხადა ჩელიკმა.
ჩელიკმა აღნიშნა, რომ შეხვედრა სოჭში გაიმართება.