საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს

28 აგვისტო 2023, 15:00 545 ნახვა

მართლმადიდებლური ეკლესია, ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს, მარიამობას აღნიშნავს. მარიამობის დღესასწაული მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მიულოცა. პატრიარქმა სადღესასწაულო ლიტურგია სიონის საკათედრო ტაძარში აღავლინა.  

მარიამობის სადღესასწაულო წირვა-ლოცვა, ბათუმში ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ღამისთევით აღევლინა. ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმინდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება და ეკლესია განსაკუთრებულ პატივს მიაგებს მას.  

საეკლესიო სწავლებით, დაკრძალვიდან მესამე დღეს მოციქულებმა ქვაბულის ლოდი გადააგორეს და აღმოაჩინეს, რომ ღვთისმშობელი უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ხორციელად ზეცაში აღამაღლა. ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი