ძლიერი წყალდიდობა და ქარიშხალია ჩინეთში, ესპანეთსა და აშშ-ში

28 აგვისტო 2023, 10:19 708 ნახვა

ჩინეთის  აღმოსავლეთ რეგიონში ძლიერი წვიმით გამოწვეული  წყალდიდობისა და მეწყრის გამო ასობით ადამიანია  ევაკუირებული. ინფორმაციას ჩინეთის  სახელმწიფო მაუწყებელი ავრცელებს.

ჰენანის პროვინციაში დასახლებული პუქტები დაიტბორა და   წყლის დონემ ერთ მეტრს დაგააჭარბა. ჰუბეის პროვინციის ქალაქ იდუში  გამოცხადდა განგაშის წითელი დონე.    ეს  ყველაზე მკაცრი გაფრთხილებაა ჩინეთის ოთხსაფეხურიანი  განგაშის სისტემით.  წყალდიდობაა ესპანეთშიც. ბალეარის კუნძულების ნაწილი კოკისპირული წვიმების შედეგად დაიტბორა.

მალიორკის პორტის ადმინისტრაციის განცხადებით, რამდენიმე ადამიანი დაშავდა  ძლიერი ქარის გამო საკრუიზო გემი ბენზინის ტანკერს დაეჯახა. კარიბის ზღვაში წარმოქმნილი ტროპიკული ქარიშხალი იდალია  ფლორიდას ემუქრება. იგი საათში 65 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობს და ვარაუდობენ, რომ რამდენიმე დღეში გაორმაგებული სიმძლავრით ფლორიდის ჩრდილო-დასავლეთ  სანაპიროს მიუახლოვდება. 

ქარიშხალი ამჟამად  იუკატანის ნახევარკუნძულზე მძვინვარებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი