ეკო-მეგობრული ტრანსპორტის პოპულარიზაცია

27 აგვისტო 2023, 20:01 592 ნახვა

ბათუმში, ეკო-მეგობრული ტრანსპორტის სკუტერების მარში გაიმართა. 30-ზე მეტმა მოხალისემ ანბანის კოშკიდან ევროპის მოედნამდე დაახლოებით 3 კილომეტრიანი მანძილი სკუტერებით გაიარეს, რითაც მოქალაქეებს გარემოსთვის ზიანის შესამცირებლად ეკო-მეგობრულ ტრანსპორტზე გადასვლისკენ მოუწოდეს.

საქართველოს სკუტერების ეროვნულ ფედერაციაში განმარტავენ, რომ სკუტერი მხოლოდ სასეირნო ან გასართობი საშუალება არ არის და მისი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებაც შეიძლება, თან სხვა ტრანსპოტრთან შედარებით ნაკლებ ხარჯს საჭიროებს.

ღონისძიება სწორედ ეკო ტრანსპორტის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი