ქვეყანა შოვში დაღუპულებს გლოვობს

26 აგვისტო 2023, 18:05 540 ნახვა

ქვეყანა შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულებს გლოვობს. გიორგი დუდაშვილის ოჯახის წევრები - მეუღლე და სამი მცირეწლოვანი ბავშვი დღეს დაკრძალეს. პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში მიმდინარეობდა.

დუდაშვილების ოჯახი - 3 მცირეწლოვანი ბავშვი დედასთან ერთად შოვში ისვენებდა და 3 აგვისტოს სტიქიური უბედურების პირველივე წუთებიდან მათთან ყველა სახის კონტაქტი გაწყდა.

მაშველები დაკარგულ ოჯახს თითქმის სამი კვირის განმავლობაში ეძებდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი