უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 259 630 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბი იუწყება, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა. მათივე განცხადებით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო და საჰაერო დარტყმების ალბათობა კვლავ მაღალია.
ამასთან, უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, აღმოსავლეთის მიმართულებით ვითარება კვლავ დაძაბულია. მისი განცხადებით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან ახლად ჩამოყალიბებული ბრიგადები და დივიზიები უკრაინის რეგიონებში გადაჰყავთ.