შოვში, სტიქიის ზონაში 2 დაკარგულის ძებნის პროცესი სტიქიის ეპიცენტრში და რიონისა და ჭანჭახის კალაპოტებში უწყვეტად გრძელდება. სამძებრო არეალმა უკვე გუმათ ჰესამდე მიაღწია.
დაკარგულებს ეძებენ ყველგან, მდინარეების კალაპოტებში, სტიქიის ეპიცენტრში და მიმდებარე ტერიტორიებზე. მაშველები სპეც ტექნიკით და შესაბამისი აღჭურვილობებით მუშაობენ.
ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს, კურორტ შოვში მომხდარმა სტიქიამ, 31 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 29 უკვე იდენტიფიცირებულია.