უკრაინის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს ბათუმში მცხოვრებმა უკრაინელებმა - ღონისძეიბები ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. მუსიკალური ნაწილის პარალელურად გაიხსენეს უკრაინაში განვითარებული მოვლენები.
ასევე სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადეს ქართველ მებრძოლეებს, რომლებიც დღეს უკრაინაში ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან. შეკრებილებმა პატივი მიაგეს ბრძოლის დროს დაღუპულთა ხსოვნას.